Saturday, May 30, 2015

მეხუთე დღის რეფლექსი

ვისწავლეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა, განვიხილეთ საავტორო უფლებები, გავაკეთეთ  მოსწავლის პრეზენტაცია, აგრეთვე ვისწავლეთ კითხვარის შექმნა

კითხვარი კვლევისთვის

მოსწავლის პრეზენტაცია

Tuesday, May 26, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

დღესაც საინტერესო ტრენინგი იყო, ვისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩოს შევსება, აგრეთვე ვისწავლეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე.

Sunday, May 17, 2015

მესამე დღის რეფლექსია

საინტერესო ტრენინგი იყო, ვისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დაწერა, გაანალიზება, აგრეთვე ვისწავლეთ ვიზიტორების და ინტელ-ის ემბლემის ჩასმა, გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმას, სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსებას, მადლობა თქვენ.

მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი კითხვა:
  • რა არის პრეზენტაცია?
თემატური კითხვები:
  • რომელ პროგრამაში მზადდება საპრეზენტაციო მასალა?
  • რომელი პროგრამის საშუალებით შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ კვლევის შედეგები?

შინაარსობრივი კითხვები:
  • როგორ გავაფორმო სლაიდები ტექსტებით, სურათებით, ფიგურებით თუ ცხრილებით?
  • როგორ შევინახო ან გამოვიძახო საპრეზენტაციო დოკუმენტი?

მოსწავლეთა ამოცანები/ სწავლის შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ:
 რა არის პრეზენტაცია.
 რომელ პროგრამაში მოამზადონ საპრეზენტაციო მასალა.
 როგორ გააფორმონ სლაიდები ტექსტებით, სურათებით, ფიგურებით თუ ცხრილებით,
როგორ მოიყვანონ მოძრაობაში სლაიდებზე არსებული ტექსტური თუ გრაფიკული ობიქტები ან თვით სლაიდები.
როგორ შეინახონ ან გამოიძახონ საპრეზენტაციო დოკუმენტი.

ჩემი პროექტის იდეა

მოსწავლეები გაიზიარებენ განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზიუალურ და საკითხავთა მასალას შორის, აგრეთვე მოიძიებენ ინფორმაციას და აქტიურად იქნებიან ჩართულნი. მოახდენენ ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას.